მიყვარს

1. მიყვარს: ჩემი სახლი, კომპიუტერი, მანქანა, პარფიუმი … საგნები …

2. მიყვარს: ქალი ან კაცი, შვილიც, მეგობარიც … ესეც საგნებია?!

1-ის შემთხვევაში ყველაფერი ხომ ჩემი საკუთრებაა და ვერსადაც წამივლენ, როგორც მსურს ისე მოვიხმარ და …

2-ის შემთხვევაშიც, ქალი იქნება თუ კაცი, შვილი თუ მეგობარი ისიც ჩემია …

„მიყვარს“ ან „მიყვარხარ“ – რეალურად ცარიელი სიტყვებია, უფრო ზუსტად, „მიყვარს ჩემი თავი“ ან „შენში მიყვარს ჩემი თავი“ …

– და რატომაა ცარიელი სიტყვები?

– თუ მიყვარს, ესე იგი, მისი ყოველი ნაბიჯი რომელიც მას გაუხარდება, მოეწონება ან … მიხარია, მომწონს …, იმიტომ, რომ მიყვარს … და თუ მიყვარს, ბედნიერი უნდა ვიყო იმით რაც მას მოწონს, რასაც ის …, როგორც მას …, …

– მაგრამ მე მიყვარს და ჩემთან …, ჩემი …

– საგანზე ამბობ?

– არა, ადამიანზე …

– ესე იგი, ადამიანზე, რომელიც შენთვის საგანია … საგნად აღიქვამ …

– არა, რატომ?

– თუ გიყვარს, იყავი ბედნიერი სიყვარულით, იმით რომ ის ისეა, როგორც მას სურს …

– …

– ხელოვნება მსხვერპლის გარეშე ვერ იქნება, ისევე, როგორც სიყვარული …

– …

– გიყვარს ის თუ საკუთარი თავი მასში?

-…

– გიყვარს საკუთარი წარმოდგენები – როგორიც გინდა რომ იყოს – თუ როგორიც არის?

– …

Advertisements