გულშემატკივარი

გულშემატკივარი(მშობლები, და, ძმა, ცოლი, ქმარი, შვილი, მეგობარი, ნაცნობი …)

თვითონ:

– არა უშავს, კიდევ ვცდი, რაღაც გამოცდილება კი მივიღე …

გულშემატკივარი I:

– ვერ გააკეთა … არ გამოუვიდა … ამდენი თანხა, დრო, შრომა … – მწუხარე, ტრაგიკული სახით, თითქმის მოთქვამს, ნერვიულობს …

გულშემატკივარი II:

– … – ჩვეულებრივ ხასითზე, ღიმილნარევი, უფრო ზუსტად, არამწუხარე სახით …

გულშემატკივარი I გულშემატკივარ II-ს:

– შენ ხომ საერთოდ არაფერი და არავინ გადარდებს ცხოვრებაში …

გულშემატკივარი II:

– … – ჩუმად გულში – რომ გაეკეთებინა არც ეწყინებოდა და არც გაუხარდებოდა … გული დაწყდებოდა თუ ვერ მიხვდებოდა ცხოვრებისეული გამოცდილება რომ მიიღო …

გულშემატკივარი I რას განიცდის? – იმას, რაც არ მოხდა ისე, როგორც მას სურდა …

გულშემატკივარი II: ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში …

Advertisements