შიში

ცარიელი სიტყვები თუ სიტყვათა ერთობლობა, რომელზეც არათუ ვრეაგირებთ, არც კი გვესმის …

“ნუ დაყრი ქუჩაში ნაგავს” – ეს ხომ ადამიანის კულტურულობის საკითხია …

“მწეველები ადრე კვდებიან” – ადრე როდის ან დრო როდისაა?

“ღმერთი”, “სამოთხე”, “ჯოჯოხეთი”, “ეშმაკი”, “სატანა” – ვინ ან სად არის, როგორია, რა ხდება იქ, რატომაა ცუდი ან კარგი – კითხვაც კი არ დაისმის

“შიში შეიქმს სიყვარულსა” – რანაირად? ვიღაც ან რაღაც შევიყვარო, ან კიდევ შევაყვარო დაშინებით? – გაუგებარია …

ვიბადებით გარკვეულ ადგილზე, გარემოში – ერი, ოჯახი, სამეგობრო … რისთვის ან რატომ?

რაღაცისთვის … და ეს რაღაცა რა, რატომ ან როგორაა … თუ ვერ გავარკვიე გამოდის რომ ტყუილად მიცხოვრია?!

“დარჩე უცოდინარი, როცა შემეცნება შესაძლებელია – ესაა ცოდვა ადამიანის ღვთებრივი დანიშნულების წინაშე”

ადამიანი, მოაზროვნე არსება …

“ჩვენ უნდა შევიმეცნოთ, შემეცნება – ჩვენი მოვალეობაა”

ჩვენი ამ მოვალეობის, ვალის შეუსრულებლობის შიშზეა, ალბათ, საუბარი – “შიში შეიქმს სიყვარულსა”

შიში, რომელიც ქმნის სიყვარულს ჭეშმარიტების შესამეცნებლად …

Advertisements