თვალები

გრიგორ პერელმანი, მათემატიკოსი, რომელსაც ერთ-ერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა ათასწლეულის პრემია – $1.000.000 (ერთი მილიონი აშშ დოლარი) – მიანიჭა, პუანკარეს ჰიპოთეზის დამტკიცებაში (ჟიულ ანდრე პუანკარე, ფრანგი მათემატიკოსი, Jules Henri Poincaré; 29.04.1854-17.07.1912) … ეს იყო წელს, 2010-ში

——————————————

2000 წელი, თბილისი, დანაგვიანებული ქუჩა …

ძალიან უსიამოვნო, საშინელი სუნი … ნაგვის ურნაში თავჩაკიდული თეთრთმიანი მოხუცი, საშუალო ტანის, თეთრი წვერით, შესამჩნევად სუფთად ჩაცმული … ტანსაცმელი ძლიერ შელახული, მაგრამ სუფთა … საჭმლის ნარჩენებს აგროვებს …

ჩავლისას სინდისის ხმა … უკან მოხუცისკენ … ნაგვის ყუთში თავჩაკიდებულ მოხუცს დიდი მოწიწებით 5 ლარიანი …

თითქოს ყველაფერი შენელდა …

მოხუცი თავს ნელა წევს …

თეთრთმიანი, თეთრი წვერით, ცისფერი თვალებით – ლურჯში რომ გადადის …

სრული შოკი … საოცარი თვალები …

– არ ავიღებ …

– …

– ნათქვამი მაქვს, ფულს არასდროს მოვკიდებ ხელს …

– …

სრული შოკი … საოცარი თვალები და ხმა …

ალბათ, ასეთია წმინდანის თვალები … ალბათ, წინა ცხოვრებების შედეგი


გრიგორ პერელმანი, მათემატიკოსი, რომელსაც ერთ-ერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა ათასწლეულის პრემია – $1.000.000 (ერთი მილიონი აშშ დოლარი) – მიანიჭა, …
მათემატიკოსმა, $1.000.000-ზე (ერთი მილიონი აშშ დოლარი) – უარი თქვა

Advertisements