ვინ სად ?!

ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია – დაძაბულობა-დაპირისპირებულობა – ორიოდე სიტყვით შეიძლება გამოიხატოს:

კულტურული საზოგადოებისკენ სწრაფვისა და უკულტურობის დაპირისპირება

ერთი მხარის სწრაფვა – კულტურული საზოგადოებისკენ, დასავლეთის სახით – მართალია, მთლიანად მატერიალიზმში ჩახვეული, მაგრამ, სადაც კულტურული ღირებულებულები, საკაცობრიო გამოცდილება, საერთაშორისო ნორმები, ფასეულია …

ის, რისკენაც მეორე მხარე მიდის, არის ყოფილი, უკვე მკვდარი, ბოლშევიკურ-საბჭოთაკავშირ-ქურდულ-ცეხავიკური ღირებულებები, რომელსაც კულტურასთან არანაირი კავშირი აქვს და რისი შედეგიცაა სიტყვა “ოპოზიცია”-ს წინსართად ასო “Ж” რომ დაემატა … სწრაფვა გარემოსკენ, სადაც კულტურული ფასეულობები, საერთაშორისო ურთიერთობები და კაცობრიობის სხვა მონაპოვარი ან საერთოდ გაუგებარია ან ესმით ისე როგორ აწყობთ …

ამის ძალზედ ნათელი მაგალითია: დავით ზურაბიშვილი (საფრანგეთში ქართული სათვისტომო), უაღრესად კულტურული ადამიანი და სალომე ზურაბიშვილი, რომლებსაც მხოლოდ ფიზიკური აკავშირებთ და არაფერი სულიერი.

კიდევ ერთი მხარე, რომელიც თამაშობს კულტურულობას – განსაკუთრებით თვალშისაცემია, ქრისტიან-დემოკრატები, “ალიანსი საქართველოსთვის” და ზოგიერთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია მაღალფარდოვანი დასახელებებით – მათი მხრიდან იმდენად დიდი სიცრუე და დემაგოგია, რომ აშკარაა უკულტურობა, რაც უკვე გამორიცხავს ქრისტიანობას, დემოკრატიას …

მიუხედავად იმისა, ადამიანი აცნობიერებს თუ არა …

გაუცნობიერებლად ყველას სურს იყოს კულტურული ადამიანი …

ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი

ოსკარ უაილდი

Advertisements