თარგმანი – "შეცნობა"

„შეიცან თავი შენი“

დიპლომი აქვს ან არა აქვს, უცხოეთში ნამყოფია თუ არა … პრეტენზია აქვს … მასწავლებლობაზე და თარგმნაზე …

რა და როგორ ითარგმნება ან …
რა? – ბევრი რაიმე …
როგორ?
– …

„როგორ“ რთული კითხვაა, რადგან ჯერ მშობლიურ ენის ფლობაა პრობლემა, სიტყვების არსი, რომლითაც უნდა გადმოიცეს უცხო ენიდან …

ორი მაგალითი:

1. სიტყვა „შეიცან“ – ბიბლიაში სულ რამოდენიმე ადგილას გვხვდება და ისიც ასეთი ფორმა-აზრით:

წიგნი დაბადებისა თავი 4. 1, 4.17, 4.25
1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ.

17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ენოქი, და ააშენა ქალაქი და დაარქვა ქალაქს თავისი ძის სახელის მიხედვით – ენოქი.

25. ხოლო შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ძე და დაარქვა მისი სახელი სეითი და თქვა: რადგან აღმიდგინა მე ღმერთმა სხსვა თესლი აბელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა. …

შეცნობა განაყოფიერება გამოდის და არა საკუთარ თავში ქექვა ან …

2. როგორ ითარგმნება ისეთი სიტყვა და მისი შინაარსი როგორიცაა:

რუსულად – Душа , გერმანულად – Seele, ინგლისურად – Soul … – ქართულად სამშვინველი (საერთოდ თუ გაგვიგია?!)

ფაქტობრივად, … ალბათ, რაც უცხო ენაზე სამშვინველია, ქართულში იწერება, ითქმება ან გამოიხატება სიტყვით „სული“ …

Advertisements