ვიცი, რომ ეს ასეა!!!

პატარას საჭმელს რომ უმზადებს, ხან შაქარს უშვება, ხან მარილს … ეს უგემურია, სიტკბო აკლია ან …

პატარამ არ იცის არც სიტკბო, არ მლაშე საჭმელი … მერე მთელი ცხოვრება – ამას შაქარი უხდება, ეს უმარილოა …

გარემოცვა – სკოლა – მასწავლებელი – კეთილისმსურველი უფროსი – … :

ეს კარგია, ეს ცუდი, ასე უნდა იყოს, ეგ უზნეობაა … არ შეიძლება

ყველა საკითხს ხომ მრავალწახნაგის ფორმა აქვს …

მაგრამ … არასდროს დასმულა კითხვა: ასე კი, როგორც მასწავლეს, გავიგე ან … იქნებ …

ვიცი, რომ ეს ასეა!!!

მეორემაც იგივე იცის, უბრალოდ იგივეს სხვა კუთხიდან უყურებს და მეორე მხარეს გახედვაც არ უნდა … იმიტომ, რომ იცის, ეს რომ ასეა!!!

მესამეც იმავეს უყურებს, თავისი კუთხიდან და მანაც იცის რომ ეს ასეა!!! …

მეოთხე … იცის, ეს რომ ასეა!!!

მეხუთე … ვიცი, რომ ეს ასეა!!!

გვერდზე გახედვა, სხვისი კუთხიდან დანახვა … არა, იცის, რომ ეს ასეა

შეიძლება გაიხედოს კიდევაც, მაგრამ … არ აწყობს, რასაც მიჩვეულია …

იწყება დებატები, ოპონირება, გაწევ-გამოწევა, შეურაცხოფაც კი … ერთიდაიმავე საკითხზე …

ყველა მართალია, მრავალკუთხედს ხომ ყველა ხედავს, თავისი კუთხიდან და სწორედაც ის თავისი ხედვის კუთხე ჰგონია ჭეშმარიტი

მართლიცაა, უბრალოდ ყველას თავისი ხედვის კუთხე ჰგონია ჭეშმარიტი, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილია …

ვიღაცას კი უჭირავს ეს მრავალკუთხედი, ყველა მხრიდან ათვალიერებს და … მაგრამ …

იმათმა ხომ იციან, ეს რომ ასეა!!!

Advertisements