სკოლა

1. საჭიროა კი სკოლა?

2. რას სწავლობს ბავშვი სკოლაში?

3. ან რატომ დადის საერთოდ?

4. რას ასწავლის მაწავლებელი?

5. ან რატომ მიდის იგი სკოლაში?

 

1. საჭიროა კი სკოლა?

2.რას სწავლობს ბავშვი სკოლაში?

მოდით პირველ და მეორე კითხვაზე პასუხისგან დროებით თავი შევიკავოთ … 2 წუთით …

3. ან რატომ დადის საერთოდ?

მშობლები სამსახუში არიან ან საქმე აქვთ … ამის განვრცობა-გამართლება უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ მოკლედ რომ ვთქვათ – ბავშვის თავიდან მოცილება … რა თქმა უნდა, უდიდესი სიყვარულით, საუკეთესო განზრახვებითა და ”მხოლოდ საუკეთესო ბავშვებს” …

4. რას ასწავლის მაწავლებელი?

მასწავლებელმა ჯერ თავად ისწავლა, მასწავლებლისგან, რომელმაც თავისი მასწავლებლებისგან ისწავლა და იმ მასწავლებლებმა თავისი მასწავლებლებისგან, რომლებმაც …
მასწავლებელმა იცის, რომ მოწაფეზე უკეთ იცის … სინამდვილში, იცის, რაღაც, დაკონსპექტებულ-გადამღერებული და ამას ასწავლის ბავშვს … ფაქტობრივად ახალს არაფერს …
რასაც ასწავლის იმას ბავშვი ისედაც გაიგებდა ცხოვრებაში და შეიძლება უფრო უკეთესადაც …
წავიკითხავთ რომელიმე “შუშანიკის წამებას”?

5. ან რატომ მიდის იგი სკოლაში?

ოჯახს რჩენა ხომ უნდა და ხელფასი საჭიროა, თანაც მთელი დღე სახლში რა დაჯდება … მართალია სახლში დაღლილი მიდის, მაგრამ მეორე დღეს მაინც სამსახურში მიდის – ხელფასი, სახლში რა …

1. საჭიროა კი სკოლა?
2. რას სწავლობს ბავშვი სკოლაში?

Advertisements