Facebook

სად არის ადამიანი “თავისუფალი”, სად ძალუძს გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება – ფიქრებში, აზრებში.

– რა უნდა ყველაზე მეტად დღეს ადამიანს?

– კომფორტი

– ანუ?! – მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება და სახელი …

რა არის სოციალური ქსელი, Facebook და მისი მაგვარი? ადგილი, სადაც კომფორტული ცხოვრებისკენ სწრაფვაში სახელის ფაქტორი კმაყოფილდება … იწერება ყველაფერი, ვისაც რა სურს, შეძლებისდაგვარად …

იწერება იმდენად ბევრი, რომ მხოლოდ იწერება … არავინ კითხულობს, გაგებაზე ან მოსმენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია … სხვისი აზრის გაზიარება არ ხდება – თუ ჩემს აზრს არ ემთხვევა, ესე იგი, … ფაქტობრივად ბოლშევიზმია – …

არა აქვს მნიშვნელობა რაზე ვწერთ … პოლიტიკაზე, ბიზნესზე … ვერთობით … ვაკეთებთ იმას რაც გვსურს … გამოვთქვათ აზრი, რომელიც ჩვენია კი??? … ან ასე კი, როგორც ვთვლი??? … თავისტვად არც საკითხის განხილვა ან თუნდაც დასმა … გართობა … სახელის მოხვეჭა …

დავით ნიკურაძემ  გუშინ, 22.04.2010, დაახლოებით იგივე გააკეთა, რაც კახა ბენდუქიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რბილად რომ ვთქვათ, ზედაპირულობას წერტილი რომ დაუსვა … შედეგი? … ეს იყო შანსი …

ეს საოცრება მოხდა გუშინ:

David Nikuradze – …ძალიან მოსაწყენი გახდა ფეისბუქი. პოლიტიკურ ფორუმს დაემსგავსა. ფერმაშიც 300 000-ად ნაყიდი ძაღლი გამექცა 2 დღე რომ ვერ ვაჭამე. ყოველი მეორე პოსტი გრეჩიხაზე და ალასანიაზეა. ზოგადად, ქართველებმა დაკარგეს ეტყობა ყველაფრის ინტერესი, პოლიტიკის გარდა. ერს სასაუბრო თემები გაუთავდა. მე კი აღარ მინდა აქაც პოლიტიკური დისკუსიები და… პოლიტიკოსების ლანძღვა ვისმინო. მოკლედ, აღარ მინდა ფეისბუქში შემოსვლა. დავიღალე 😦

David Nikuradze – მე ვიქნები. ერთხელ ვცხოვრობ და თან არავინ იცის რამდნი ხნით. არ მინდა ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სულ პოლიტიკსოების გვარები მესმოდეს. დოქსოპულოებო, დედები არ გყავთ? დედებზე მოყევით, მამებზე, დებზე, ძმებზე, მეგობრებზე, გართობაზე, შეყვარებულზე, ზაფხულში დასვენებაზე, ბავშვობაზე, მეცნიერებაზე, მანქანებზე, გეოგრაფიაზე, წიგნებზე, ფილმებზე, მუსიკაზე, ძირმაგარის მკურნალობის ხალხურ მეთოდებზე მაინც! აღარ მოგბეზრდათ? თავი არ გეცოდებათ? ალო! ალო! ცხოვრება მარტო ალასანია-გრეჩიხა არ არის, არაააააა!!!!!

შედეგი?  … ეს იყო შანსი … დაფიქრების შანსი … თუ …

ფაქტობრივად, მოხდა იგივე, რაც აინშტაინის შემთხვევაში – უდიდესი მეცნიერი იმდენად ღრმად შევიდა ფიზიკურში, რომ აღიარა საკუთარი უძლურება … უძულურებამ კი ღმერთის აღიარებამდე მიიყვანა, ამის შემდეგ მოინათლა …

უძლურების მდგომარეობის გენიალური შესრულება

30.04.2010
P.S. ლაშა …. : ზოგიერთებს, ფეისბუქზე ყოფნა რაღაც თანამდებობასავით აქვთ მორგებული და იკვებებიან ილუზიით, რომ 24 საათს აქ ჯდომით ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ყველა ვალდებულია მათი სიზიფესებრი შრომა დააფასოს. შესაბამისად, სხვა როცა ერთობა ან რამე, მათი აზრით, არასერიოზული საქმითაა დაკავებული, ღიზიანდებიან. ვერ ვიტყვი, რომ აპოლიტიკური ვარ, ჩემი პროფესიაა ჟურნალისტიკა და უნდა ვერკვეოდე, შესაბამისად, ბმულებზეც აისახება ეს, მაგრამ გართობაზეც არ ვამბობ უარს… ერთფეროვნება ფრიად მოსაბეზრებელი რამე არს… ამათ კიდევ მთელი ქვეყნის გადარჩენის მისია აქვთ აღებული თავზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა…

Advertisements