კაცი და ქალი

აუცილებლად უნდა დაოჯახდეს, სხვანაირად … ბავშვები, გვარის გამგრძელებელი, ერის დემოგრაფიული მდგომარეობა …

რატომ? ამ კითხვაზე არათუ პასუხი, კითხვაც არ დაისმის … ასეა და იმიტომ – აი პასუხი …

ორი ადამიანის ურთიერთობა … ორთა ერთობა …

– ერთობა რაში?

– საერთო ინტერესები … და რა აინტერესებს დღეს კაცობრიობას? – გართობა …

ოდესღაც ფიზიკური მთავრდება და ის ინტერესიც, რაც ფიზიკურთან იყო დაკავშირებული …

ფიზიკურის დამთვრებამდეც შეიძლება ინტერესი შეიცვალოს …

დალაგებული ოჯახი, სამსახური … ინტერესი იცვლება – ირევა ყველაფერი … იწყება სერიალი …

კაცი – არის ის … უნდა ჰქოდეს … იყოს …

ქალი – არის ის … უნდა ჰქონდეს … იყოს …

კაცის და ქალის … არის … უნდა … იყოს …

ასე რომ?!

– კი …

მამაკაცი – გამცემი, ქალი – მიმღები … განაყოფიერება …

მაგრამ რითი? ფიზიკური განაყოფიერება ოდესღაც დასრულდება …

ის, რაც უსასრულოა, სულიერია – სულიერი განყოფიერება … მაგრამ როგორ? …

– შეუძლია კი სულიერი განაყოფიერება? … საჩუქარს, ყვავილებს მიართმევს, დასასვენებლად წავლენ, შვილებიც …

– უნდა კი სულიერი განაყოფიერება? … მანქანა უნდა, დასასვენებლად წასვლაც, დროს ტარება, ნუ შვილებიც უნდა …

სულიერიც უნდათ, თუ სახეიროა … თუ არადა იწყება სერიალი …

Advertisements