საოცარი დრო

ოდესღაც საკუთარი თავი წინაპართან მქონდა გაიგივებული … წინაპართან, რომლის ხსოვნაც სანამ ცოცხლობდა, მანამ ის ვიყავი … ნოეს თავისი წინაპარი 660 წელზე მეტი ახსოვდა …

ადათს, წესს ვიცავდი და თან იკარგებოდა მისი არსი … კარიკატურის სახე მიიღო …

წარსულია უკვე ბელადი, წინამძღოლი, გურუ თუ მამაო …

XXI საუკუნემდე … ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, ხათრით თუ შიშით, ვიღაცის ან … რაღაცას მაინც ვიგებდი, ვითვალისწინებდი …

დღეს, არათუ სხვისი მოსმენა-გაგება – საკუთარ ნათქვამს, მაქსიმუმ, მეორე წუთში ვატრიალებ …

სხვანაირად, განა ისე, რომ მივხვდი რაღაც არაზუსტად გამომივიდა ან რაიმე მსგავსი … ასე მაწყობს … რამდენად შეესაბამება წინა ან ახალი ჭეშმარიტებას – ეს კითხვაც კი არ მომდის თავში …

და ამ აზრების შედეგად გაჩენილი აზრი-არსებები, ჩემი შვილებია – ყოველწამიერად რომ მრავლდებიან – ყირაზე გადადიან და თავს მესხმიან … მახინჯი აზრი-არსებები …

ისინი ხომ მარტონი არ არიან?!

ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ … 6 000 000 000 (ექვსი მილიარდი)-ზე მეტია მოსახლეობა – რაც მეტია დავუშვათ რომ წმინდანების დონეზე არიან (თეორიულადაც გამორიცხულია, ალბათ, მაგრამ მაინც) …

ესე იგი, რა გამოდის:

– 6 000 000 000 – ექვსი მილიარდი სიმახიჯე … წელიწადში?

– თვეში?

– დღეში?

– საათში?

– წუთში?

– ყოველწამს? …

ნეტავ რა ძალა აქვს ერთ სიმახინჯეს?

ან რამდენია საჭირო ვულკანი რომ ამოიფრქვეს? … ტრაგედია რომ დატრიალდეს …

რამდენი მშვენიერი აზრი-არსებაა საჭირო ხელოვნების ნაწარმოების შესაქმნელად? … სიკეთისთვის …

Advertisements