სათამაშო

თვალი გაახილა …

პატრონმა უზარმაზარი ყუთით ლამაზ-ლამაზი, მომღერალი, მოცეკვავე … სათამაშოები მოუტა …

მეორე, მესამე … დღეს – კიდევ – კიდევ – კიდევ

თამაშობს, ამტვრევს – მოუტანენ ახალს …

————————————————————————————————————-

ამ ულამაზეს სათამაშოებს – ფერიც აქვს, დადის, მღერის – ყველაფერი მზა, გამზადებულია

სათამაშო: – ჩემთან არ დაიღლები, ყველაფერს შენს მაგივრად გავაკეთებ …

პატარა: …

ითამაშა-განვითარდა ?!

—————————————————————————————————————————————-

აბა ამ სათამაშოებმა რა თქვან, არც ანთებენ, ხელით უნდა ატარო, კარები, საჭე, ფაფარი … საერთოდ არ აქვთ …

სათამაშო: – …

პატარა: – აქ კარია, საჭეს ასე მოვატრიალებ და იქით წავა, უკან წითლად გაანათა, წინ ფარები აინთო … ასეთი ფაფარი აქვს, მაგრად დარბის … დოლს უკრავს, თათებს ზევით-ქვევით, ნეტავ როგორ მოძრაობს? …

დაიღალა  პატარა მუშაობა-თამაშით … ტკბილად დაეძინა …

————————————————————————————————–

რა არის სათამაშო?

ფიზიკური განვითარების გარდა, პატარა ხომ შინაგანადაც ვითარდება …

ფიზიკური კუნთების გარდა, სულიერი კუნთები – წარმოდგენის, ფანტაზიის უნარი, … – ვითარდება
P.S.
რატომ იყო რევოლუციამდელი თუ ომამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
იყო კი ასე? – თუ უბრალოდ ბავშვობიდან გვესმის ეს და … ვიმეორებთ, თანაც ისე რომ ეჭვიც არ გვეპარება მის სისწორეში …

Advertisements