ჭკვიანი მოსამსახურე

ზარია კარებზე …

ეახლა … მაგიდაზე გაშალა …

– ახლა ამან ტვინი უნდა ბურღოს

უფროსი კი არის, მაგრამ მოსამსახურეა … პატარა ბატონი, გაუცნობიერებლად, მაინც ბატონია …

დიდი ვერაფერი გამოდის, კი უსმენს ელაპარაკება, მაგრამ ბატონი ბატონია, ის კი …

– … როგორც იქნა წავიდა

შემდეგს, უბრალოდ, კარი არ გაუღო …

მერე ხომ მოვა, აბა სად წავა …

ასე გრძელდება წლები …

———————————————————————–

ბავშვი მივიდა, კარებთან შეჩერდა …

რაიმე ხომ არ დაავიწყდა …

ერიდება მოუმზადებელი მისვლა

კარი გაიღო …

მოწიწებით შევიდა იქ, სადაც უფრო მეტი … ვიდრე თავად …

გახარებული გამოვიდა … მეტი აქვს, ვიდრე მანამდე …

ნელა, დაფიქრებულად გაუყვა გზას … ითამაშა … უნდა მოემზადოს, უხერხულია ისე მისვლა …

———————————-

პატრონი: ოღონდ ისწავლოს და … სახლში მოვა … ამეცადინებს … გზაში დროს არ დაკარგავს …

ეახლა ჭკვიანი მოსამსახურე უმეცარ ბატონს … ?!

Advertisements