გართობად ქცეული ცხოვრება

აღიარება გვიჭირს, გულწრფელები საკუთარ თავთანაც კი არ ვართ ….


დღეს ხომ ყველაფერი გართობისთვის კეთდება

სამსახური, ოჯახი, შვილები, ქორწილი, პანაშვიდი, პოლიტიკა, საეკლესიო თუ სხვა დღესასწაულები – ყველგან მხოლოდ გართობას ვეძებთ, გასართობად დავდივართ

ყველაფერი კეთდება მაქსიმალურად რომ გავერთოთ, კომფორტულად და რაც შეიძლება ბევრი

ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრების აზრი დღესდღეობით მაქსიმალურ გართობაშია

—-

რა არის გართობა?

ღმერთისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება

ღმერთისგან – საკუთარი თავისგან – გაქცევის იდეალური საშუალება

– აბა, ისედაც ასეთ მძიმე ცხოვრებაში ხომ უნდა განვიტვირთო

– …

– დავიღალე ყველაფრისგან

– …

– არ მაქვს ფილოსოფოსობის და მასეთ რაღაცეებზე ფიქრის თავი, მაგისთვის სპეციალისტები არიან

————————-

– რატომ ვიღლებით და რატომ გვაქვს პრობლემები?

– გაქცევით ვიღლებით, საკუთარი თავისგან გავრბივართ, გართობას ვეძლევით და გართობით ვიღლებით

– ასე ვთქვათ, უღმერთობით ვიღლებით

– ღმერთი რაღაც აბსტრაქტული ცნებაა, რომელსაც ვატყუებთ (საკუთარი ჭკუით) როგორც გვინდა და გვაწყობს, სამარხვო ქაბაბითა და დღესასწაულების აღნიშვნით დაწყებულ-დამთავრებული …

– არ ესმით ღმერთებს, უფრო ზუსტად, სულიერი სამყაროს სულიერ არსებებს, ჩვენი გაქცევის

– ვერ კონტაქტობენ ჩვენთან … ძილითაც ხომ იმიტომ ვიძინებთ, მეორე დღეს რომ უკეთესად გავერთოთ …

– ძილშიც ვერ შევდივართ კონტაქტში სულიერ სამყაროსთან, ვერ ვიღებთ ძალებს, აუცილებელს არსებობისთვის და ნაბახუსევები ვიღვიძებთ (ალკოჰოლიც არ გვჭირდება)

არც სხვას ვაძლევთ უფლებას რომ დაგვეხმაროს, საკუთარ თავს ხომ ვერა და ვერ ვეხმარებით

სამაგიეროდ მაგრად ვერთობით

Advertisements