გაუგებარი სიყვარული

უყვარს … უყვარს, თანაც ძლიერ … ისე, როგორც არავის არასდროს … ძალიან უყვარს …

უყვარს მშობელს შვილი, კაცს ქალი, ქალს კაცი, მეგობრებს ერთმანეთი …

უყვარს საკუთარი თავი – სრულიად მართალია …

და კიდევ, უყვარს თავისი თავი …

საკუთარი თავი უყვარს შვილში, შეყვარებულში, მეუღლეში, მეგობარში – თავისი თავი უყვარს სხვაში, კომფორტშია …

მშობელს თავისი თავი უყვარს შვილში, როგორც კი შვილი ისე არ გააკეთებს როგორც მშობელს უნდა … ბრაზდება – მერე რა რომ შვილია, რომელიც უყვარს – არ მოეწონა, გაბრაზდა … იმას რა უნდა არ აინტერესებს …

უყვარს საკუთარი თავი – სრულიად მართალია …

უყვარს, როგორც არავინ არასდროს – საკუთარი თავი – და როგორც არასდროს, სხვაში უყვარს საკუთარი თავი … ის მოიქცა ისე, როგორც თვლის საჭიროდ … ბრაზდება, იწყება ეჭვიანობა, შურისძიება, გოდება, საქმის გარჩევა, შეურაცყოფა … არადა უყვარს ძლიერ, ძლიერ … საკუთარი თავი

არადა უყვარს … ძალიან უყვარს … წავიდა … განიცდის, გოდებს საკუთარ თავს, რომელიც სხვაში დაკარგა …

გაუგებარი სიყვარული

————————–

არადა თუ მიყვარს სადაც უნდა იყოს, როგორც უნდა …

მე მიყვარს და სიყვარულით ვარ ბედნიერი …

ბედნიერი ვარ, ის რომ ბედნიერია …

Advertisements