ვერდავიწყება

მას მშვენიერი მეუღლე, შვილი, მშობლები, სამსახური, სამეგობრო … აწყობილი ცხოვრება
მან კი დაკარგა დედა, მამა, მეგობრები, ოჯახი დაენგრა, უმუშევარია … დანგრეული ცხოვრება

რაც ადრე ერთ ადგილზე იყო და ისიც ნებართვით, ახლა ყოველფეხის ნაბიჯზეა, რეცეპტიც არ სჭირდება …

ორივე დაიღალა … ორივეს სასმელი, აფთიაქი, სულერთია ოღონდ განიტვირთონ

უნდათ ყველაფერი დაივიწონ ცოტა ხნით მაინც … ვერ ივიწყებენ …

სამსახური, საქმეები, გართობა-განტვირთვა-გაბრუება … ვერდავიწყება … ოჯახი, სამსახური, გართობა-განტვირთვა-გაბრუება … ვერდავიწყება …

ვერ ივიწყებენ, რომ ეს:

– ოჯახი …. !!!

– შვილი …….. !!!

– ამას სიყვარული ჰქვია … !!!

– სამსახური ხომ …. !!!

– ეს აუცილებელია…. !!!

– სირცხვილია …. !!!

– ასე უკეთესია … !!!

– ეს სიკეთეა, ეს კი ღალატი … !!!

… ვერდავიწყება

ვერ ელევიან აზრებს, რომლებშიც კომფორტულად გრძნობენ თავს …

დანგრეული ცხოვრება – აწყობილი ცხოვრება … ადამიანი ზედმეტად გამხდარი ან ზედმეტად მსუქანი …
ერთი საკითხის სხვადასხვა მხარე…

გულმავიწყობა – აი რა არის მარადიული სიჭაბუკის იდუმალება. ჩვენ მახსოვრობა გვაბერებს, რადგან ძალიან ცოტას ვივიწყებთ.(ერიხ მარია რემარკი)

ვერდავიწყება – პრობლემა, რომელიც განვითარებას ხელს უშლის …

Advertisements