a+b≠b+a

a+b=b+a შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება?!

(a+b) მიმატება +

მოსიყვარულე, საუკეთესო პატრონი (მშობელი, მასწავლებელი) და პატარა (ბავშვი):

– ჩემო პატარა, ეს ვაშლია …. – პატრონი

– … – ათვალიერებს, უხარია, მოსწონს, ლამაზია – პატარა

– ეს მეორე ვაშლია, ესეც შენ – პატრონი

– … – პატარა

– ნახე, ერთი ვაშლი გქონდა, ახლა მეორეც დაემატა და უკვე ორი ვაშლი გაქვს – პატრონი

– … – ვერ მიხვდა პატარა

– ნახე ერთ ვაშლს დავუმატოთ კიდევ ერთი და უკვე ორი ვაშლი გაქვს – პატრონი

– … – პატარა გაოგნებული სახით – გაუცნობიერებლად(P.S.) იცის, რომ რაღაც არაა …

ასწავლეს და კარგადაც ისწავლა 1+1=2

ცხოვრება … 1+1=2 … ერთი მანქანა, მეორეც აუცილებელია; ერთი სახლი, მეორე ხომ უნდა იყოს; ერთი … მეორეც მინდა … კიდევ ერთი, კიდევ მეტი და მეტი, კიდევ 1+1, კიდევ 1+1 და ასე უსასრულოდ …

– სხვას …

– 1+1

– და რომ …

– 1+1

– …

– 1+1 … … … … …

________________________________________________________________________________________

(b+a) გაყოფა ÷

– პატარავ, ეს ვაშლია …

– … – ათვალიერებს, უხარია, მოსწონს, ლამაზია

– ნახე, გავხლიჩოთ, გავყოთ, შეხედე შუაში როგორია …

– … – გაოცებულია, ათვალიერებს, უხარია, მოსწონს, ლამაზია, სხვანაირია

– ნახე, ერთი ვაშლი იყო, ახლა ორია …

– … – უხარია, ზუსტად ისეა როგორც იცის გაუცნობიერებლად (P.S.)

– ერთი ვაშლი გაიყო და ორი გახდა

– 1÷ = 2

ცხოვრება … … …

———————————————-

გაუცნობიერებლად (P.S.) – იმ კუთხით თუ ამ კუთხით, ისე თუ ასე 🙂

მამა ღმერთი … 1 გაიყო და …

დიდი აფეთქება თუ რაღაც ამგვარი … აფეთქდა, გაიყო და …

თუნდაც კვერცხუჯრედი – გაიყო, გაიყო და … ვწერ და შენ კითხულობ და პირიქით 🙂

__________________________________

a+b=b+a ის, რაც მათემატიკაში ჭეშმარიტებაა(აქსიომა), ცხოვრებაში შეიძლება არ იყოს ასე …

Advertisements