სასვენი ნიშნების თანმიმდევრობა -!? თუ ?!

!?
– ჯერ ხომ (?) …
– მოკლედ მაწყობს და იმიტომ რაა …
– …
– ის, რასაც სიმართლედ ვთვლი …
– …
– … თავი გამანებე, აბა, რა ვქნა …
– …
– არ მივულოცო 8 მარტი, არ წავიდე პანაშვიდზე, ქორწილში … სხვანაირად არ გამოდის, იზოლირდები საზოგადოებისგან …
– …
– ტყუილს არ ვამართლებ …
– …
– ვცხოვრობ როგორც ყველა: ოჯახი, შვილი, 8 მარტი, დაბადების დღე, ქორწილი, გასვენება, სამსახური, სამარხვო ქაბაბი, დასვენება, პოლიტიკა, ტელევიზორი, ინტერნეტი, აგარაკი, მობილური, მანქანა …
– …
– ესაა ცხოვრება!!!
– …
– ესაა ცხოვრება???

_______________________________________________________________________________________________________________

?!
– ესაა ცხოვრება???
– …
– 8 მარტი, დაბადების დღე, ქორწილი, გასვენება, სამსახური, სამარხვო ქაბაბი, დასვენება, პოლიტიკა, ტელევიზორი, ოჯახი, ინტერნეტი …
– …
– არც მიფიქრია …
– …
– … ?!
– …
– კი … ოღონდ, ცხოვრების, მთლიანი ცხოვრების ნაწილი; უბრალოდ ნაწილია მხოლოდ; მთელის ნაწილი … მე კი ნაწილი მთელი მგონია … ცხოვრების ნაწილი, რომელიც მე მთელი ცხოვრება მგონია … და თავისთავად ვტყუივარ …
– …
– დანარჩენი სხვა ნაწილი სადაა? რომელია? არც კი ვიცი … რა, როგორი, რანაირი ან … არც მიფიქრია
– …
– … ?!
– …
– ესაა ცხოვრება!!!

Advertisements