მახინჯი შვილი

  • რომელი საათია?- 11-ის 10 წუთია

    აზრი დაიბადა, გამოითქვა, აზრი: „11-ის 10 წუთია“ …
  • „11-ის 10 წუთია“ ?!

ნაკლული დაიბადა … „1 წუთით მეტია“ … მილიონს რომ 1 აკლია, არაა მილიონი

დაიბადა ნაკლული, არასრული, არასწორი, მახინჯი აზრი-არსება …

  • სიმახინჯე დავბადე … შანსი მქონდა ჭეშმარიტება-რეალობის თანაზიარი ვყოფილიყავი …
  • სამყაროში მახინჯი აზრი-არსება გავუშვი სანავარდოდ …

  • ჩემი შვილია, თანამდევი … ჩემს გამოა ასეთი მახინჯი …

  • ვალი მაქვს მისი … მე უნდა გამოვასწორო, ვერავინ შემინდობს … შემქმნელისგან ელიან ხსნას

  • დავიღალე უნდა დავისვენო, გადასახადები, ბანკის ვალი გადავიხადე …

  • ————————————————————————–

    ულამაზესი სანაპირო …

    • ვისვენებ …
  • ?! …

  • ვისვენებ შვილებთან ერთად … უფრო ზუსტად კი იმ ჩემი შექმნილ-დაბადებულ მახინჯ შვილებთან ერთად … რომლებსაც დასვენებისას ვამრავლებ კიდეც და დასვენებული ვუბრუნდები …

  • ————————————————————————–

    აზრი-არსებაა ყველაფერი რაც მოიაზრება, გამოითქმება …

    რამდენი მშვენიერი აზრი-არსებაა …

    რამდენი – ტყუილი, დემაგოგია – მახინჯი შვილია გარშემო …

    Advertisements