მახინჯი შვილი

– რომელი საათია?- 11-ის 10 წუთია

აზრი დაიბადა, გამოითქვა, აზრი: „11-ის 10 წუთია“ …

– „11-ის 10 წუთია“ ?!

ნაკლული დაიბადა … „1 წუთით მეტია“ … მილიონს რომ 1 აკლია, არაა მილიონი

დაიბადა ნაკლული, არასრული, არასწორი, მახინჯი აზრი-არსება …

– სიმახინჯე დავბადე … შანსი მქონდა ჭეშმარიტება-რეალობის თანაზიარი ვყოფილიყავი …

– სამყაროში მახინჯი აზრი-არსება გავუშვი სანავარდოდ …

– ჩემი შვილია, თანამდევი … ჩემს გამოა ასეთი მახინჯი …

– ვალი მაქვს მისი … მე უნდა გამოვასწორო, ვერავინ შემინდობს … შემქმნელისგან ელიან ხსნას

– დავიღალე უნდა დავისვენო, გადასახადები, ბანკის ვალი გადავიხადე …

————————————————————————–

ულამაზესი სანაპირო …

– ვისვენებ …

– ?! …

– ვისვენებ შვილებთან ერთად … უფრო ზუსტად კი იმ ჩემი შექმნილ-დაბადებულ მახინჯ შვილებთან ერთად … რომლებსაც დასვენებისას ვამრავლებ კიდეც და დასვენებული ვუბრუნდები …

————————————————————————–

აზრი-არსებაა ყველაფერი რაც მოიაზრება, გამოითქმება …

რამდენი მშვენიერი აზრი-არსებაა …

რამდენი – ტყუილი, დემაგოგია – მახინჯი შვილია გარშემო …

Advertisements