აგრესიული ბავშვი

აგრესია – სიყვარულის ნაკლებობა …

საკუთარი თავი უყვარს – ბავშვისთვის ვაკეთებთ, ვწვალობთ და ასე შემდეგ, უსასრულოდ

პატარა, გაუცნობიერებლად, მაგრამ ხედავს … მშობელს თავისი თავი უყვარს … ბავშვი აუცილებელია, წესია ასეთი …

– მშობელი: ეს ლამაზი სათამაშო შენ

– ბავშვი, გაუცნობიერებლად: მირჩევნია ჯოხისგან რაღაც გამოვჩიჩქნოთ ერთად …

მეტი და მეტი სათამაშო, ფერად-ფერადი … იკარგება სათამაშოებში – იმას კი ხვდება, რომ მშობელს არ უყვარს, სითბოს ვერ ხედავს … ზღაპარის დრო სად არის?!

– ბავშვი, გაუცნობიერებლად: ცივი საგანი მოიტანა, ცივმა ადამიანმა, იძახის მიყვარხარო … ტყუის …

უყვარს, მართლა უყვარს, წრფელი გულით … იქიდან სიცივე … სამსახური, გართობა, ტელევიზორი … და ეს ჯადოსნური სიტყვა: უნდა !!!

მხოლოდ ფიზიკური კავშირი და არაფერი სულიერი … მოსეს ერთ-ერთი მცნება: პატივი ეცი დედასა … კი ბატონო, მაგრამ …

ფიზიკური ოდესღაც მთავრდება … გიორგი ისე წავიდა, უკან, ფიზიკურისკენ, არც მიუხედავს – მიუხედავად ამისა, ოთარაანთ-ქვრივი შვილის თვალით იყურება …

მომავალი სულიერია – მათე (19.29): “ყველა, ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“

Advertisements