საუკეთესოდ არეული

ფანჯრიდან სკოლის ფანჯრები მოჩანს … ცხრა მთის იქითაც სკოლა, საუკეთესო … არ იცის რას ნიშნავს საუკეთესო სკოლა … ფანჯრიდან რომ მოჩანს, იმ სკოლის ბავშვებთან … სულ 25 მეტრია … შეხვედრის მოლოდინი – გაუცნობიერებელი …

საუკეთესო აზრებმა და განზრახვებმა 25 მეტრიც ვერ გაიარა … ვერ შეხვდნენ …

ცხოვრება აირია … მთლიანად აირია … ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს – ცარიელი სიტყვები

საუკეთესოდ აირია ცხოვრება …

ჭკუაში ჩავარდა?! მოგვინებით მიხვდა … არეულ-დარეულის დალაგებას ვეღარ შეძლებდა … ვერავინ გაიგო …

მადლიერიც კი არის …

ჭიქაში ყავა, შაქარი, წყალი … მორევა, ქაოსი … ამ ქაოსის გარეშე, საშინლად უგემური ყავა … გაუგებარი ცხოვრება …

უფალო, მომეცი იმისი შეძლება,
შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება,
იმას შევეგუო, რაც ვერ შეიცვლება,
თან, რა რომელია, შემეძლოს შეცნობა.

(აჯა სოლომონ ბრძენისა)

Advertisements