მადლობა

რა არის “მადლობა?” რა არის “სიკეთე“? უანგარობა?
… აუუ, რამდენი კითხვის ნიშანია …

… მოძრაობა და მარტო მოძრაობა … (ილია)

რა არის მოძრაობა?
– მოძრაობა ხომ პროცესია, რომელიც სანამ მიდის, მიდის … როგორც კი ჩერდება კვდება, მყარდება, ქვავდება …
– რაიმე იქმნება – სულერთია რა – პროცესი მიდის, რომ შეიქმნება, უკვე მკვდარია … და ხელახლა უნდა შეიქმნას …

– რა არის სიკეთე? პროცესია – როგორც კი გაჩერდება კვდება და შეიძლება საპირისპიროც კი გახდეს …
– რა არის უანგარობა? ეგეც პროცესია … რაიმე გავუკეთე, გავეცი და დავარქვი “უანგაროდ” … შეიძლება … უანგარობა უფრო გრძელი, ხანგრძლივი პროცესია … 10-20-30 წლის მერე, რაც გავეცი დამჭირდა, თანაც ძლიერ და თუნდაც გავიფიქრე: ის რომ … მაშინ, ის რაღაც უანგაროდ გავეცი?! თუ უბრალოდ ასე ჩავთვალე?!

– ოთარაანთ-ქვრივი მათხოვარს რომ დააპურებდა, თან ისეთ ქოქოლას დააყრიდა რომ მადლობის უთქმელად გარბოდა საწყალი …

– მადლობა რომ თქმულიყო, სხვა, მეორე მათხოვარს ვეღარ დააპურებდა, პროცესი დამთავრდებოდა …
– მადლი ქენი, ქვაზე დადე … ვინ აიღებს, მათხოვარი თუ მდიდარი, ავაზაკი თუ პოეტი, არა აქვს მნიშვნელობა … მთავარია პროცესი არ შეჩერდეს …

ამ პროცესის უხილავი ძაფებითაა ნაქსოვი სამყარო – სიკეთის, სიყვარულის ძაფებით … მე შენ, შენ იმას, ის სხვას, სხვა კიდევ სხვას, კიდევ სხვას … სხვანაირად ძაფი წყდება – წრე იკვრება …

– რა არის მადლობა? ის, რაც პროცესში იყო მადლობამ დაამთავრა, წრე შეიკრა, მკვლელია პროცესის …
– აბა რას ამბობ? მადლობა ხომ თავაზიანობის, ზრდილობის …

———————————————-

მედალს ხომ მეორე მხარეცა აქვს … ის რაც პროცესს კლავს, ახალ პროცესს აძლევს შანსს …

Advertisements