შემოქმედი ტკივილის სილამაზე

ბუხართან, სანთელი. შოთა რუსთაველის სადღეგრძელო; თავშიც არ მომსვლია არასდროს … სახლისკენ წავედი

ბავშვის დაბადება, ბუნება, ნახატი, ქანდაკება, ლექსი თუ პოემა, მუსიკა, მეცნიერული ნაშრომი, გამოგონება … ულამაზესი სამკაულია, რა მშვენიერი კაბაა, რა საოცარი სიტყვებია, კარგი ფილმია, ძლიერი მანქანაა…

… რამდენი წვალების, ტკივილის, ტანჯვის შედეგია ეს ყველაფერი, რაც გვახარებს, გვაკეთილშობილებს …

ამ ტკივილსაც ხომ თავისი სახე, თავისი სილამაზე აქვს … უბრალოდ, როგორც შოთა რუსთაველის სადღეგრძელო ნაკლებად ითქმება, ასევე ნაკლებად ვამჩნევთ ხოლმე შემოქმედი ტკივილის სილამაზეს …

შემოქმედი ტკივილის სილამაზე … წმინდანის (მიუხედავად აღმსარებლობისა), მხატვრისა თუ მეცნიერის, მწერლისა თუ საზოგადო მოღვაწის, რეჟისორისა თუ უბრალო მოკვდავის სახეზეა – ვინც თავის პიროვნულს გასცდა და საკაცობრიოდ იღწვის … ტკივილი, რომელსაც თავისი სილამაზე აქვს – შემოქმედი ტკივილის სილამაზეესაა არა საკუთარზე, პირადულზე დარდი-ნერვიულობა … ესაა სახე საკაცობრიო ტკივილისა, რომელიც მათთვის პირადულია …

ვერანაირი საგნის(მოვლენის თუ სხვა რაიმეს) სილამაზე, რაგინდ მშვენიერი უნდა იყოს, ახლოსაც ვერ მივა თავად ამ საგნის შემოქმედი ტკივილის სილამაზესთან

რატომ? თავად ეს შემოქმედი ტკივილი არის ულამაზესი, რომელიც ჩაიღვარა, ჩაიფერფლა-მოკვდა-გასხეულდა მასში მთლიანად, უანგაროდ, ისე, რომ თავისთვის არაფერი დაუტოვებია …

სილამაზე, შემოქმედი ტკივილის სილამაზის, ფიზიკური გამოხატულებაა …

სილამაზე – ცარიელი, არაფრისმთქმელი სიტყვაა თუ მისი არსი, მის უკან დაფარული შემოქმედი ტკივილის სილამაზე არ შეიცნობა

Advertisements