უძლურება-მოწყენილობა – გართობა

მდგომარეობა, რომელსაც გავურბივარ … არ მსურს მოწყენილი ყოფა … ტელევიზორი ჩართულია, კომპიუტერი, მობილურზე თამაშებია, სამსახურშიც ხომ მაგიტომ გავრბივარ, სახლში რომ არ მოვიწყინო …შვილიც ხომ გასართობად მინდა, მართალი მერე ტვინს ჭამს მაგრამ – წესია; აუცილებელია – ოჯახი, მშობლები, ნათესაობა, სამეგობრო, სამსახური, ქორწილი, დაბადების დღე, პანაშვიდი … ყველგან გართობაა … ვინ მომაწყენს …

თუ შეუძლოდ ვარ, მოდიან სანახავად, რომ გამართონ, ხასიათზე მომიყვანონ … ვინ დამტოვებს მოწყენილობასა და უძლურებაში …

რა იქნებოდა გართობას რომ მიცემოდნენ: ილია ჭავჭავაძე, შოთა, გოეთე, არისტოტელე, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ან რაფაელი, ფიროსმანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი …

ეს უმშვენიერესი სამყარო ხომ კოსმიურ-ადამიანური უდიდესი ტკივილისა და ტანჯვის შედეგია

Advertisements