ნარჩენებით მანიპულირება

როგორ იმახსოვრებს ტვინი?
თუ იმას გავყვებით, რასაც აკადემიური ფიზიოლოგია, ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერები თავაზობს დღეს კაცობრიობას … ამის კლასიკური ნიმუშია სასკოლო სწავლება …

ალბათ, ამიტომაცაა, მეორე დღეს ბავშვს არაფერი ახსოვს და ფაქტობრივად ყოველთვის სჭირდება ხელახლა გადაკითხვა, გამეორება, დაზეპირება (და თუ იმახსოვრებს, ესეც შიშის ან ანგარების გამო) … შემდეგ, ისევ არაფერი ახსოვს და რაც ახსოვს ისიც დამახინჯებული …

ჭიქაში ცოტა სითხე ჩავასხათ, მერე სხვა დავუმატოთ; სხვა რაიმეს ჩასხმა რომ მოგვინდება … ადგილი აღარაა … გადავასხათ, ჩავასხათ … და ასე უსასრულოდ … რაც ადრე ესხა ისიც რომ ჩავასხათ, ხომ იგივე უნდა გავაკეთოთ …

ჭიქაში, რაც უნდა ვხეხოთ(არ გათეთრდება ყორანი…), მაინც დარჩება ის ძველი, რომელიც ახალს ან თუნდაც იგივე უკვე მასში ნამყოფს, გააჭუჭყიანებს …

დაახლოებით ამის მსგავსია არა მარტო დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა მთელს მსოფლიოში, არამედ ჩვენი, საკუთარი აზროვნება, რომელიც ამ ნარჩენების კომბინირებაა …

ეს ნარჩენი (უკვე მოაზრებული, ნაფიქრი, მკვდარი აზრი) უკვე იმდენია, რომ ახლისთვის ადგილი არაა …

ნარჩენებით მანიპულირებას კი აზროვნებას ვუწოდებთ …

Advertisements