ჯერ უანგარობა – ახლა ანგარება …

უანგაროდ შეიქმნა – სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია …

დღეს … ?!

საუბრის დროსაც ხომ ანგარებიანები ვართ, გვესმის ის, რაც გვაწყობს და არა ის, რაც მოსაუბრეს სურს რომ თქვას … მერე ინტეპრეტირებას ვახდენთ ისევ ისე, როგორ გვაწყობს …

ულამაზესი არსებაა პეპელა, ვარდი … ძალზე მცირე დრო ცოცხლობს, ალამაზებს გარემოს, აკეთილშობილებს, ვარდი არაჩვეულებრივ სურნელსაც აფრქვევს … და ეს ყველაფერი აბსოლუტურად უანგაროდ …

მათ რომ საფასური მოითხოვონ ?!

ქრისტე იესო, ბუდა, ზარატუსტრა, პლატონი, შოთა რუსთველი, ვაჟა, გალაქტიონი, გოეთე, შილერი …

ადამიანი-მტაცებელი … (რა თქმა უნდა ჩემს გარდა 🙂 )

ადამიანი-ვარდი, ადამიანი-პეპელა … ეს ალბათ იდეალთან მიახლოებაა …

მაგრამ არის კი ინტერესი?! ალბათ, კი, სხვანაირად სამყარო დაიღუპებოდა …

თამაზ ავალიანის ნამუშევრები

დღეს ეს საკითხი მართლაც შავ-თეთრ ფერებშია …

უანგარო ადამიანებზე დგას ეს სამყარო, ისინი არიან და არ ჩანან …

Advertisements