ა*მ*ა*ღ*ა*მ*

“ცხოვრება ხატვაა საშლელის გარეშე” (ავტორი არ ვიცი) …

სამსახური … სასმელი … რა ჩავიცვა … სესხი … გადასახადები … ნარკოტიკი … ხელოსანი … მანქანა … მამაო სანახავია … მობილური … რა ვჭამო … სად წავიდე დასასვენებლად …. კომპიუტერი … მასე არ მოვიქცეოდი … ტელევიზორი … როგორ მაკადრა … შევყევი ამ „Facebook“-ს, უკვე შუაღამეა … ხვალ ხომ …

ასეთი აზრებითაა სავსე გონება, ფიქრები (უმოკლესი ჩამონათვალი), მერე ძილში …

და რაზე ფიქრობდნენ ან რას განიცდიდნენ კაცობრიობის უდიდესი ადამიანები …

ა*მ*ა*ღ*ა*მ* ?

იქნებდა, ა*მ*ა*ღ*ა*მ*, თუნდაც ერთმა, ამ საკაცობრიო აზრმა, გამოძახილი პოვოს ჩემს სულში, თუნდაც არა ამაღამ, ოდესღაც …

  • „სამყარო ჩვენ ირგვლივ არის დიდი კითხვა და თვით ადამიანი არის მასზე პასუხი; და ეს უღრმესი აზრით უნდა მოვიდეს კავშირში გოლგოთას მისტერიასთან. ის ვერ იქნება გაგებული იმაზე ადრე, ვიდრე იქნება გაგებული თავად ადამიანი“. რუდოლფ შტაინერი
  • Ex Deo nascimur. In Christo morimur. Per Spiritum Sanctum reviviscimus!
  • ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო. აბბა პიმენი
  • „კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუნდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია, წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი“. იოჰან ვოლფგანგ გოეთე
  • „ახალგაზრდა ადამიანები, ისინი ეძებენ არა ბიბლიოთეკებს, არა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, არამედ ისინი ეძებენ ბიბლიოთეკებში ადამიანს, იქ კი პოულობენ ბიბლიოთეკარს! სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ისინი ეძებენ სიბრძნეს გასულიერებული ადამიანის ნამდვილი შემეცნებისთვის, აწყდებიან კი იმათ, ვინც ავსებს ლაბორატორიებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კლინიკებს”. რუდოლფ შტაინერი
  • არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა
  • სამშვინველი = გერმანულად – Die Seele, რუსულად душа, ბერძნულად – ψιχε(fsiqe). წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული(საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი). … თანამდეროვე საერო და საეკლესიო ქართულში, სიტყვა სამშვინველი მივიწყებულია. უცხო ენებიდან თარგმნისას, მთარგმნელი, როგორ წესი, ხმარობს სიტყვა „სული“. (ჩემი შენიშვნა)
  • ადამიანის ყველაზე დიდი ილუზია: იცის რას გააკეთებს ხვალ … ხვალ, ძალიან შორსაა, თუნდაც, 1 საათში, 15 წუთში … დრო დაინიშნე და ცადე … თუნდაც 3 წუთი, თუ იფიქრებ კი მარტო ერთ საგანზე, ვთქვათ, ფანქარი (ნებისმიერი საგანი, სიტყვა …) …
  • სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად (რუსთაველი)
  • ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
    მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
    ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. (რუსთაველი)
  • ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას. გოეთე
  • „მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” გოეთე
  • პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ფილოსოფია უპასუხოდ ტოვებს, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სხვანაირად უნდა დაისვას“ ფრიდრიხ ჰეგელი
  • ხშირად ადამიანი იკუთვნებს და იჩემებს სწორედ იმას, რაც მას ნამდვილათ ან სრულიად არ გააჩნია. გრიგოლ რობაქიძე
  • ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს. შილერი
  • ჯობს სიკვდილი, ვიდრე დაღლილობა. ლეონარდო და ვინჩი
  • “მარტოდენ ხატვის ცოდნით ვერაფერს გახდები, აუცილებელია აზროვნებდე კიდეც”. პოლ სეზანი
  • “რაც უქმნის ადამიანს დამოკიდებულებას საგნებთან – ესაა … ინტერესი მათ მიმართ. სიტყვით “ინტერესი” უსასრულოდ მნიშვნელოვანი რამ გამოიხატება, მორალური გაგებით. …ეს უკვე სამშვინველის დაავადებას მიეკუთვნება, თუკი ადამიანი ზურგს აქცევს იმას, რის მიმართაც ის ინტერესს უნდა ამჟღავნებდეს. …საკუთრივ, თანაგრძნობაც სწორი სახით მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როცა ჩვენ ინტერესი გვაქვს რომელიმე არსებისადმი. …არა საყოველთაო ადამიანური სიყვარულის ქადაგების გზით შეგვიძლია ჩვენ ვიაროთ წინ, არამედ ჩვენი ინტერესის ნამდვილი გაფართოების წყალობით, როცა ჩვენ სულ უფრო მეტ ინტერესს ვამჟღავნებთ სხვადასხვა ტემპერამენტის, სხვადასხვა ხასიათის, რასის, ეროვნების, რელიგიური, ფილოსოფიური აღმსარებლობის მქონე სამშვინველების მიმართ. სწორი გაგება, სწორი ინტერესი იწვევს სამშვინველში სწორ მორალურ ქმედებას”.
  • “ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უკიდურესობანი, გავარჩევთ რა ჭეშმარიტ, სწორ ინტერესს ცრუ ინტერესისგან და ამ დროს შევინარჩუნებთ სწორ შუა მდგომარეობას. ყოველ შემხვედრ არსებას იქვე ჩავეხუტოთ – ნიშნავს ვნებიანად დავკარგოთ საკუთარი თავი არსებაში, ნიშნავს საერთოდ არ გაგვაჩნდეს ჭეშმარიტი ინტერესი. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს თავს სამყაროში. ჯანსაღი ინტერესის მეშვეობით ჩვენ მორალურად მყარად ვდგავართ შუა წერტილში, წონასწორობის წერტილში”.
  • “სიჩლუნგე გვაშორებს ჩვენ სამყაროს, მაშინ, როცა ინტერესი გვაკავშირებს მასთან. სამყარო გვაკრავს ჩვენ ჩვენი სიჩლუნგის მეშვეობით და ჩვენ ვხდებით ამორალურები. …სიჩლუნგე და სამყაროსადმი ინტერესის არქონა – ეს უმაღლესი დონის მორალური ბოროტებაა”
  • “თანამედროვე ცივილიზაცია წარმოთქვამს სიტყვა სიყვარულს, მაგრამ ამ დროს სინამდვილეში ეროტიკაზე საუბრობს. …ეს სულის უარყოფაა. სიყვარულის ძალისგან ეროტიკის ძალას ქმნიან. მრავალ სფეროში სიყვარულის გენიის ნაცვლად წინა პლანზე გამოდის, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ მისი დაბალი მსახური, ეროტიკა, არამედ ბევრ ადგილას წარმოჩნდება სიყვარულის საპირისპირო ხატი, მისი დემონი. სიყვარულის დემონი მაშინ ჩნდება, როცა სხვა შემთხვევაში ადამიანთან მოქმედი როგორც ღმერთის მიერ ნანებები რამ, ადამიანის აზროვნებით აღიქმება, ინტელექტის მეშვეობით წყდება სულიერობას.
  • ამგვარად, ეს დაღმავალი გზაა: ადამიანი შეიცნობს სიყვარულის გენიას, იღებს გასულიერებულ სიყვარულს და ის შეიცნობს [მის] დაბალ მსახურს, ეროტიკას, ექვემდებარება სიყვარულის დემონს. და სიყვარულის გენია თანამედროვე ცივილიზაციის მიერ ინტერპრეტირდება არა ჭეშმარიტი სახით, არამედ – როგორც სექსუალობა. დღეს უკვე საუბრობენ არა ეროტიკაზე, სურთ რა მიუახლოვდნენ სიყვარულს, არამედ საუბრობენ სექსუალობაზე!
  • ცივილიზაციის ამ საუბარში სექსუალობაზე უკვე შეიძლება ითქვას, ბევრი რამაა იქიდან, რისკენაც დღეს ისწრაფიან როგორც, ეგრეთწოდებული, სექსუალური აღზრდისკენ. სექსუალობის შესახებ ამ თანამედროვე ინტელექტუალიზებულ საუბარში ცხოვრობს სიყვარულის დემონოლოგია. …სადაც უარყოფენ გენიას, იქ წინა პლანზე გამოდის დემონი. …ჩვენი დრო ხშირად სიყვარულის გენიის ნაცვლად სიყვარულის დემონზე ლოცულობს და სექსუალურო-ბაში ახდენს სიყვარულის სულიერობის სიყვარულის დემონოლოგიზაციასთან აღრევას.
  • სწორედ ამ სფეროში ჩნდება სრული გაუგებრობა. რამეთუ თავდაპირველად სექსუალურობაში მცხოვრები სულიერი სიყვარულით იყო განმსჭვალული. მაგრამ კაცობრიობა შეიძლება მოწყდეს სიყვარულის ამ გასულიერებას. და ის ყველაზე ადვილად ინტელექტუალიზმის ეპოქაში წყდება გასულიერებულ სიყვარულს. …ეს ადამიანის ხელთაა, მე ვიტყოდი – განუდგეს საკუთარ არსებას. და ადამიანი ახორციელებს მისგან ამ განდგომას, როცა განეშორება სიყვარულის გენიას და იძირება სექსუალობის დემონში; ამ დროს მე მხედველობაში მაქვს საერთოდ გრძნობათა ის სახე ამ საკითხების გაგებისას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია თანამედროვეობაში”. GA 225
  • “ყველაზე უარესი იქიდან, რაც დღესდღეობით ხდება – ესაა სიყვარულის შეერთება სექსუალობასთან. ეს მატერიალიზმის ყველაზე უარესი გამოვლინებაა, თანამედროვეობის ყველაზე ეშმაკისეული მოვლენა. …სექსუალობა და სიყვარული არასდროს უნდა მოიაზრებოდეს როგორც ერთი. სექსუალობა არის ისეთი რამ, რასაც წმინდა თავდაპირველ სიყვარულთან საერთოდ არაფერი აკავშირებს. მეცნიერებამ ეს საზიზღრობამდე მიიყვანა, გამოუშვა რა მთელი ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება ამ ორი რამის შეერთებას, რომლებიც არაფრით უნდა იმყოფებოდეს ერთად”. GA 143
  • სამყაროში მხოლოდ ერთი ტაძარია და ესაა _ ადამიანის სხეული. არაფერია ამაზე წმინდა, ვიდრე ეს მაღალი ფორმა. ნოვალისი
  • როგორღა ხედავს სხეულებრივს? სხვანაირად არა, თუ არა ცნობიერებით _ წარმოდგენის  ნაყოფიერი ძალებით. ცნობიერება _ ესაა თვალი, ყური და აღქმა შინაგანი და გარეგანი საზრისისთვისნოვალისი, ფრაგმენტი
  • მე ვარ შენნოვალისი ფრაგმენტი 96
  • ჩვენ გავიგებთ სამყაროს, როდესაც ჩვენ გავუგებთ ჩვენს საკუთარ თავს, რადგან ჩვენ და ის განუყოფელი ნახევრები ვართ, ღმერთის შვილები ვართ ჩვენ, ღვთიური ყლორტი. მომავალში ჩვენ გავხდებით ის, რაცაა მამა ჩვენი. ნოვალისი, ფრაგმენტი 2
  • ამყარო ყველა შემთხვევაში არის ჩემსა და ღვთაებას შორის ურთიერთობის შედეგი. ყველაფერი, რაც არის _ და წარმოიქმნება _  წარმოიქმნება სულიერი შეხებიდან. ნოვალისი, ფრაგმენტი
  • მთელი ჩვენი ცხოვრება არის ღმერთის სამსახური. ჩვეულებრივი ცხოვრება არის ღვთისმსახურება. ნოვალისი 78-ე და 73-ე ფრაგმენტები
  • ვინც ცხოვრებას ვერ ხედავს ისე, როგორც თავისი თავის დამანგრეველ ილუზიას, ის თავადაა ჯერ კიდევ გახლართული ცხოვრებაში. ცხოვრება უნდა იყოს არა ჩვენთვის მოცემული, არამედ ჩვენ მიერ შექმნილი რომანი. ნოვალისი ფრაგმენტი 188
  • რელიგია ჯერ არ არსებობს. თქვენ ფიქრობთ, რომ რელიგია არსებობს – რელიგია კი შესაქმნელია, იგი მრავალი ადამიანის გაერთიანებით უნდა იშვას. ნოვალისი, ფრაგმენტი
  • შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ. კონფუცი
  • მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან. კონფუცი
  • საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება. კონფუცი
  • განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორს ვყოფილვართ სიმართლისგან. კონფუცი
  • სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო. კონფუცი
  • „ადამიანმა იცის და ცხოველმაც იცის, მაგრამ ადამიანი – ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის, რომ იცის“. პიერ ტეიარ დე შარდენი
  • მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნაალბერტ აინშტაინი
  • „კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი, პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება“ ალბერტ აინშტაინი
  • „ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება“ – დემოკრიტე
  • „საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს“ – დემოკრიტე
  • ”მე რასაც ვამბობ, ძალიან მარტივია: ცხოვრება ერთია, ჩვენ გაბმულნი ვართ ერთ ბადეში და ერთი ბედი გვაქვს. ნებისმიერი რამ, რაც ერთ ადამიანზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, სხვა ადამიანებსაც ეხებათ ირიბად. რაღაც უცნაური მიზეზის გამოა რომ მე ვერ ვიქნები ის ვინც უნდა ვიყო, სანამ თქვენ არ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ და თქვენ ვერ იქნ…ებით ის ვინც უნდა იყოთ, სანამ მე არ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო”. მარტინ ლუთერ კინგი
  • როცა მაქს ბორნის მეუღლემ აინშტაინი ინახულა, ჰკითხა: „ბატონო ალბერტ! სიკვდილის არ გეშინიათ?“ აინშტაინმა უპასუხა: „რა არის საშიში? მე იმდენად ვარ შერწყმული ყოველგვარ სიცოცხლესთან, რომ ჩემთვის სულერთია, სად იწყება და სად მთავრდება, ერთი რომელიღაც სიცოცხლე“.
  • სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, ყველაზე რთულად ცვალებადი კი ადამიანის მიერ აჩემებული აზრებია
  • ქალის სილამაზე ასაკთან ერთად მატულობს. ოდრი ჰეპბერნი